რეზონანსი
16.09.2018

 (რეზონანსი) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ იმ სასულიერო პირების მიმართ, ვინც მარიხუანას შესახებ კანონპროექტს აპროტესტებს, მადლიერება უნდა გამოვხატოთ. შესაბამის პოსტს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს.

"ყველამ უნდა გამოვხატოთ მადლიერება იმ სასულიერო პირების მიმართ, ვინც პროტესტს გამოხატავს ერისგადაშენების ნარკოკარტელური გეგმის წინააღმდეგ. ეს არის დიდი ისტორიული მნიშვნელობის ბრძოლა!", -წერსმიხეილ სააკაშვილი.

გუშინ, თბილისის საკრებულოსთან, სასულიერო პირებმა მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებისა და კანაფთანდაკავშირებული ბოლოდროინდელი ინიციატივები მშვიდობიანი აქციით გააპროტესტეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×