რეზონანსი
16.09.2018

 (რეზონანსი) რუსეთში, კრასნოდარის მხარეში კანიბალი ცოლ-ქმარი დააკავეს, რომლებმაც წლების განმავლობაში 30 ადამიანი მოკლეს და შეჭამეს.

საზარელი ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სამართალდამცავებმა მობილური ტელეფონი იპოვეს, რომელშიც მოკლულთა ფოტოები იყო. რამდენიმე ფოტოზე, თავად ცოლ-ქმარი აღმოჩნდა მსხვერპლთან ერთად. სწორედ, ამის შემდეგ მოხდა მათი დაკავება. როგორც გაირკვა, ერთ-ერთ ფოტოზე მამაკაცი ქალის მოჭრილ თავთან პოზიორობდა.

მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელებმა ვედროში მოთავსებული ადამიანის თავი და ძვლები აღმოაჩინეს. ქალის თავი იპოვეს ასევე ნაგვის ურნაში.

სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს ცოლ-ქმარი, რომლებმაც დანაშაული აღიარეს.

რუსული მედიის ცნობით, როგორც თავად დაკავებულები ამბობენ, მათ 30 ადამიანი მოკლეს და შეჭამეს.

მედიის ცნობითვე, როგორც გაირკვა, ცოლ-ქმარი 1999 წლიდან იტაცებდა, კლავდა, ანაწევრებდა და ჭამდა ადამიანებს.

პოლიციამ უკვე დაადგინა მათ მიერ 7 ადამიანის მკვლელობა. კანიიბალი ცოლ-ქმრის სახლში მათი მსხვერპლების პირადი ნივთებიც აღმოაჩინეს.

მათ სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×