რეზონანსი
16.09.2018

 (რეზონანსი) იტალიაში ტრეფიკინგის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. იტალიური სააგენტოს, TR News-ის ცნობით, ტრეფიკინგში ეჭვმიტანილი პოლიციამ სალენტოს სანაპიროზე აიყვანა.

საზღვრის დაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სანაპიროზე მყოფმა სამხედროებმა მიგრანტებით სავსე ნავი ადგილობრივი დროით, ღამის პირველ საათზე შენიშნეს. ნავში 9 არალეგალი და ადამიანებით უკანონო ვაჭრობაში ეჭვმიტანილი პირიც იმყოფებოდა, ის ნავის გადამალვასა და იტალიის ტერიტორიაზე მიგრანტების უკანონოდ შეყვანას ცდილობდა.

იტალიური მედიის ცნობით, ადამიანებით უკანონო ვაჭრობაში ეჭვმიტანილი წარმოშობით ქართველია. ის სასამართლოს წინაშე წარდგება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×