რეზონანსი
16.09.2018

 (რეზონანსი) საქართველოში მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში დაიბადა 24,3ათასზე მეტი ბავშვი, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით5,6%-ით ნაკლებია, ნათქვამია „საქსტატის" მასალებში.

ყველაზე მაღალი შობადობა დაფიქსირდა თბილისში - 8 074 ბავშვი, ყველაზე დაბალი - რაჭა-ლეჩხუმისა დაქვემო სვანეთის რეგიონში - 148.

შობადობის შემცირების ფონზე საქართველოში სიკვდილიანობის შემცირების ტენდენცია შეინიშნება.

ექვს თვეში საქართველოში გარდაიცვალა 23 603 ადამიანი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით7,4%-ით ნაკლებია.

ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა დაფიქსირდა თბილისში (5 965 ადამიანი), სადაც ქვეყნის მოსახლეობის თითქმისმესამედი ცხოვრობს. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ყველაზე ნაკლები - 340 ადამიანიგარდაიცვალა.

ექსპერტებს არაერთხელ უთქვამთ, რომ საქართველოში სერიოზული დემოგრაფიული პრობლემებია. შობადობისშემცირებას ქვეყნიდან მიგრაციის ზრდა ემატება.

დემოგრაფების პროგნოზებით, მოსალოდნელია საქართველოს შობადობას უფრო ძლიერი კლება, რადგან 1990-2000 წლებში ქვეყანაში ორჯერ ნაკლები გოგონა დაიბადა, ვიდრე 1980-1990 წლებში.

დემოგრაფმა თამარ ჩიბურდანიძემ მანამდე მოუწოდა ქართველ ჟურნალისტებს ქვეყნის მოსახლეობამდე მიიტანონინფორმაცია მოსახლეობის შემცირებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ.

მისი თქმით, დემოგრაფიულ პრობლემას ევროპაც გადააწყდა. უძლიერესი ევროპული სახელმწიფოები მისგადასაწყვეტად კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ, რადგან უდიდესი ერები ფაქტობრივად მსოფლიოს რუკიდანქრებიან.

2018 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონ 729,6 ათას ადამიანს შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×