რეზონანსი
16.09.2018

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული პირი,  "ტყის ძმების" ლიდერის დათო შენგელიას დაცვის ყოფილი უფროსი ზაზა ხასაიაა, რომელიც ბოლო დროს ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

დაკავებულის მეუღლე, ხათუნა ფიფია ამ წუთებში სუს-ის შენობაში მივიდა. 

"არაფერი არ ვიცი. დამიბარეს და მოვედი. დაკავების შესახებაც არ ვფლობ ინფორმაციას", - აცხადებს ხათუნა ფიფია. 

სუს-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ზაზა ხასაია ქრთამების აღების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×