რეზონანსი
16.09.2018

 საპარლამენტი ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" თავმჯდომარე ირმა ინაშვილი დეპუტატებს მოუწოდებს, მარიხუანაზე კანონპროექტს გაემიჯნონ. იგი კანონპროექტის ინიციატორს მამართავს, ორშაბათსვე გაიწვიოს პარლამენტიდან პროექტი. 

"მიმართავ პარლამენტის წევრებს, ჩემს კოლეგებს: მეგობრებო, სახეზეა მკაფიო წითელი ხაზი - ან მარჯვნივ უნდა დადგეთ, სადაც ჩვენი ქვეყნისა და ერის ინტერესია, ან - მარცხნივ. გთხოვთ, გაემიჯნოთ წარმოდგენილ კანონპროექტს,- მარიხუანას წარმოებისა და ექსპორტის შესახებ. ნუ შეეცდებით ამ ანტიეროვნული, ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი პროექტის "გათეთრებას" და მხარდაჭერას. ხმამაღლა, საჯაროდ დააფიქსირეთ თქვენი პროტესტი. მინდა მჯეროდეს, რომ მმართველი გუნდის საკონსტიტუციო უმრავლესობაში ქართველ ხალხს მოკავშირეები და გულშემატკივრები დარჩა.

წინასწარ ვამბობ: ეს კანონპროექტი ვერ შევა ძალაში. ვის თავშიც ეს იდეა მოიხარშა, ვურჩევ, ორშაბათსვე გაიწვიოს პროექტი პარლამენტიდან", - წერს ინაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×