რეზონანსი
16.09.2018

 ატენისა და გორის მიტროპოლიტის, მეუფე ანდრიას თქმით, მოსახლეობაში არის სურვილი იმისა, რომ საქართველო არ გადაიქცეს მარიხუანას საერთაშორისო მოვაჭრედ და ეკლესია ვალდებულია, თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიოდ გამოხატოს.

„დღეს ყოვლადწმინდა სამების ტაძარში მის უწმინდესობასთან იკრიბება თბილისის სამრევლოები და სასულიერო დასი. ეს არ არის მხოლოდ ერთჯერადი მოვლენა და საქართველოს ეკლესიის ეპარქიები შეუერთდებიან ამგვარ ღონისძიებებს. სურვილი, რომ საქართველო არ გადაიქცეს მარიხუანას საერთაშორისო მოვაჭრედ, ეს სურვილი პირველ რიგში არის ჩვენს მოსახლეობაში და ეკლესია ვალდებულია თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიოდ გამოხატოს.

საუბარი იმაზე, რომ მარიხუანა არის უვნებელი, ეს არის ან უვიცობა ან მიზანმიმართული თვალში ნაცრის შეყრა. ყველას ვთხოვ, ნუ გვატყუებენ!“, - განაცხადა მეუფე ანდრიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×