რეზონანსი
16.09.2018

მამა შალვა კეკელიას თქმით, კვირას, მრევლი იკრიბება სამების ტაძარში, სადაც პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის და "ამის შემდეგ გაცხადდება ყველაფერი".

"როდესაც ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო, პატრიარქმა განაცხადა, რომ ეს არის დიდი ბოროტება, მტრობა ქვეყნისა. ანუ ოთხმა ადამიანმა, რომლებმაც ეს მიიღო, ეს იყო ქვეყნის მტრობა იყო. წარმოიდგინეთ, არანაირი რეგულაციები არ იყო დაწესებული, ისე მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ჯერ კანონი მიიღეს და მერე იწყებენ საუბარს, რა რეგულაციები მიიღონ", - განაცხადა მამა შალვამ.

მისივე თქმით, მოსახლეობის 90%-ს ამ კანონპროექტის მიღება არ უნდა.

"თბილისის სამღვდელოების ნაწილი სამებაში შევიკრიბეთ. მრევლი გვესაუბრება, თუ რა პოზიცია გვაქვს მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებით და დაგვიდგებით თუ არა გვერდზე? ჩვენ მოსახლეობას მხარდაჭერას ვუცხადებთ, მოსახლეობის 90%-ს ამ კანონის მიღება არ უნდა. არ უნდა, რომ ჩვენს ქვეყანაში მოხდეს მარიხუანას კულტივაცია, ამას არ აქვს მნიშვნელობა სამედიცინო მიზნით იქნება თუ იმ მიზნით, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოსავალი შემოვა. ასეთი შემოსავალი არ გვჭირდება. 

რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას. რა მოხდა ამ ნორმის მიღების შემდეგ? პირიქით, გამრავლდა ამ ნარკოტიკის მომხმარებელთა რაოდენობა. როდესაც მეტადონის პროგრამა დაწესდა ჩვენს ქვეყანაში პირობა იყო, რომ მეტადონის პროგრამა შეაცირებდა ნარკოტიკების მომხმარებლების რაოდენობას. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ამ პროგრამას, თუ მეტადონის პროგრამაში თავიდან 500 კაცი შევიდა, დღეს ამ პროგრამაში არის 50 000 ადამიანი, ანუ ემატება მომხმარებელთა რაოდენობა", - განაცხადა მამა შალვამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×