რეზონანსი
16.09.2018

 "მარიხუანას ლეგალურ კულტივაციას საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს ვითხოვთ, არ მოხდეს კანონის იმ ნაწილის მიღება, სადაც საუბარია მარიხუანას ლეგალურ კულტივაციაზე, ამას არ დაუშვებს მოსახლეობა, – ამის შესახებ სასულიერო პირებმა თბილისის საკრებულოსთან მარიხუანას თემასთან დაკავშირებით პარაკლისის გადახდის შემდეგ განაცხადეს.

მათი თქმით, სასულიერო პირები და ასევე საქართველოს მოსახლეობა არასდროს შეეგუებიან ამ კანონის მიღებას.

„ჩვენ მრევლის პოზიციას გამოვხატავთ. მრევლმა გვაიძულა გამოვსულიყავით აქ. მრევლი გვეუბნება, რას ვაკეთებთ, როგორ შეიძლება ეს აღმოვფხვრათ. დღეს ამას დააკანონებენ, ხვალ და ზეგ სხვა უზნეობებს. ამისთვის არასდროს იქნება ქვეყანა მზად. ჩვენ ვართ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა“, – განაცხადა მამა შალვამ.

ამასთან, სასულიერო პირებმა მრევლს ხვალ, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებისკენ მოუწოდეს, სადაც ღვთისმსახურებას პატრიარქი აღავლენს.

სასულიერო პირებმა თბილისის საკრებულოსთან პარაკლისი აღავლინეს, რის შემდეგაც განცხადებები გააკეთეს. მანამდე მარიხუანას საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში შეხვედრა გამართეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×