რეზონანსი
15.09.2018

 ოზურგეთის “მედალფას” კლინიკაში მიყვანილი დაჭრილი 15 წლის მოზარდი ამბობს, რომ ის თავდამსხმელებს არ იცნობს.

“ვიჯექი სკამზე ჩემთვის, მოვიდა ვიღაც მოზარდი, ამიშარდა, აქ ნუ ზიხარ, გოგოებს ხელს უშლიო. არ ვიცი ვინ არის. პირველად ვნახე. დანა მე არ მქონია. მას ეჭირა ხელში და ბეჭის არეში დამარტყა”, - აცხადებს დაჭრილი.

მისი მდგომარეობად სტაბილურად მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ ოზურგეთში სისხლიანი გარჩევა რამდენიმე საათის  წინ, ქალაქის ცენტრში არსებულ “ჭადრების ბაღში” მოხდა. შემთხვევას უამრავი თვითმხილველი ჰყავს.  დაჭრილი მოზარდი ოზურგეთელი არ არის. ის რუსთავიდანაა და ქალაქში სტუმრად იმყოფებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×