რეზონანსი
15.09.2018

 სასულიერო პირები ხელისუფლებას უპირისპირდებია. ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი მეუფე საბა კონკრეტულად არ ასახელებს, თუმცა ქადაგებაში მიუთითებს და მრევლს მოუწოდებს, რომ ის კანდიდატი, რომელიც თავისი განცხადებებით რუსეთის ინტერესებს ემსახურება, ერმა არ უნდა აირჩიოს. 

„ვინც ამ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ღებულობს, მე არ მინდა მიგითითოთ, მაგრამ ვისაც აქვს ჩრდილოეთისკენ სიმპათიები, ასეთ კანდიდატს ვინც ხმას მისცემს არის ერი მოღალატე. ჩრდილოელ მეზობელს კი ერთი სული აქვს როდის დააბრუნებს საქართველოს იმ ვთარებაში, რაც იყო 2 საუკუნის წინ. 

არჩევნებზე უნდა მივიდეს ადამიანი და თავისი ხმა დააფიქსიროს, მაგრამ თუ ვინმეს ხმას აძლევ არის პასუხისმგებლელი იმის თუ რას გააკეთებს ის ადამიანი. როცა მმართველი პარტია არ აყენებს თავის კანდიდატს ეს არის მორიგი პოლიტიკური თამაში, არსად გამიგია, რომ მმართველი პარტია არ აყენებს თავის კანდიდატს. ეს არის თამაში და ჩვენ ამ თამასში არ უნდა ჩავერთოთ, ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი და არ უნდა მოხდეს ისე რომ მოგვიწიოს ჩრდილოეთისკენ დაბრუნება და თავისი საცეცები ისევ განავრცოს. ერმა თავისი არჩევანი გააკეთა, პატრიარქმაც აღნიშნა ეს, ჩვენ ამ ერის არჩევანს პატივს ვცემთ და ვინც ამ არჩევანს პატივს სცემს, მას უნდა დაუჭიროტ მხარი“ - განაცხადა მეუფე საბამ თავის ქადაგებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×