(რეზონანსი) გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, მეუღლესთან - პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილთან ერთად, ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარში იმყოფებოდა.
ნინო ანანიაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ მოხუცების მიმართ ყურადღება უნდა გამოიჩინოს.
აღსანიშნავია, რომ "სახლი საზღვრებს გარეშე" ლუდმილა სალიას ინიციატივით და ევროკავშირის და სხვადასხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერით შეიქმნა. ამჟამად თავშესაფარში 11 ადამიანი ცხოვრობს.
ლუდმილა სალიას განცხადებით, მცხოვრებლებისთვის საცხოვრებელი პირობების და მკურნალობისათვის დღეში 16 ლარით დაფინანსება საკმარისი არ არის.
გრიგოლ ვაშაძის თქმით, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გაიზრდება პენსია და თავშესაფრების დაფინანსება.
„სახელმწიფო 16 ლარს იხდის თითო მოხუცებულზე ამ თავშესაფარში. დიდი სურვილი და თხოვნა მაქვს, ერთი თვე ბესელია და კობახიძე აცხოვრეთ 16 ლარზე," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.