რეზონანსი
15.09.2018

 (რეზონანსი) მიუხედავად იმისა, რომ ზაზა სარალაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს, პარლამენტთან აქცია დღეს, 19:00 საათზე მაინც გაიმართება.

რამდენიმე წუთის წინ ზაზა სარალიძის ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ის ერთი საათის წინ შეუძლოდ გახდა, თუმცა თავდაპირველად საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადდებდა.

„ზაზა შიმშილობს, ამის გამო შეუძლოდ გახდა. გამოჯანმრთელდება და უკან დაგვიბრუნდება. არც სამინისტრო გვყავს და არც ხელისუფალი", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი უკვე მე-6 დღეა პარლამენტის წინ შიმშილობენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×