რეზონანსი
15.09.2018

 (რეზონანსი) გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე, რომელმაც გუშინ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს დედა აგინა ამბობს, რომ შვილმოკლულ მამას საკადრისი პასუხი გასცა. ინფორმაციას "ნიუპოსტი" ავრცელებს.

რაზმაძე სარალიძის სპეკულირებაში ადანაშაულებს.

"საკრებულოს თავმჯდომარემ გასცა პასუხი იმ არაკაცს, რომელსაც ზაზა სარალიძე ქვია, და თავისი სპეკულირებით, არცხვენს თავის ცხონებულ შვილს. გავეცი პასუხი და მნიშვნელობა არ ჰქონდა რა ფორმით გავეცი. რაც თქვა ის დავუბრუნე. ეს კაცი უკვე თავზე წასულია. იმ დღეს პოლიციელებს სამხრეებზე ეცა, აგინა აფურთხა. მაგას დაუსჯელობის სინდრომი აქვს. არადა ყველაფერი გაკეთდა, შეიქმნა კომისია, მიდის გამოძიება, ალბათ, სავარაუდოდ, მე ვფიქრობ დაიქჯება ვინც დასასჯელია"- განაცხადა გორის საკრებულოს თავმჯდომარემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×