რეზონანსი
15.09.2018

 (რეზონანსი) ტყიბულში მომხდარი საზარელი ავარიის შედეგად დაშავებულთა ნაწილი საავადმყოფოდან გაწერეს. კვლავ მძიმეა 2 დაშავებულის მდგომარეობა, რომელთაგან ერთი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე ტყიბულის ჰოსპიტალში რჩება.

სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა 5 წლის ბავშვი, რომელიც ავტომობილის ქვეშ მოჰყვა.

"უცებ მანქანა ჯებირს შეასკდა, მხოლოდ 5 წლის ბავშვის საშინელი ტირილის ხმა ისმოდა, რომელიც მანქანის ქვეშ იყო მოყოლილი მთლიანად სისხლში იყო გასვრილი, ძლივს გამოიყვანეს" - აცხადებს ერთ-ერთი დაშავებული "ნიუპოსთან" საუბარში.

გუშინ მომხდარი ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი. წინასწარი ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, რომელმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯებირს შეასკდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×