რეზონანსი
15.09.2018

 (რეზონანსი) სტამბოლის პოლიციამ ახალი აეროპორტის 500-მდე მშენებელი დააკავა, რომლებიც შრომის რთულ პირობებს აპროტესტებდნენ.

„ხელისუფლებამ მუშების კანონიერ მოთხოვნებს ძალის გამოყენებით უპასუხა, დაკავებულია 500-ზე მეტი ადამიანი. მათთან ადვოკატებს არ უშვებენ, ჩვენთვის არაფერია ცნობილი. ჩვენი პროფკავშირი, ადვოკატებთან და დეპუტატებთან ერთად, მუშების გათავისუფლებას და მათი მოთხოვნების შესრულებას მოითხოვს. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება", - განაცხადა მშენებლების პროფკავშირის ხელმძღვანელმა ოზგიურ კარაბულუთმა

გუშინ თურქეთის პოლიციამ მომიტინგეების დასარბევად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

სტამბოლის აეროპორტი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტია. აეროპორტს საშუალოდ, ყოველწლიურად 90 მილიონი მგზავრი ეყოლება და ეს რიცხვი 2023 წელს 150 მილიონს მიაღწევს.

მშენებლობაზე 35 ათასამდე ადამიანია დასაქმებული.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×