(რეზონანსი) პოლიციამ ოზურგეთში მოზარდის დაჭრის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული თ.ც. დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, ოზურგეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2001 წელს დაბადებულ ა.ნ.-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარალებული ოზურგეთის საავადმყოფოში არის გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ურთიერთშელაპარაკებისას, საკუთარი ცივი იარაღით დაზიანებები თ.ც.-მაც მიიღო. ბრალდებულს სამედიცინო დახმარება მედიკოსებმა უკვე აღმოუჩინეს.
პოლიციამ თ.ც., მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
ფოტო: "გურიის მოამბე".