(რეზონანსი) ყოველწლიური საერთაშორისო კამპანიის - „დავასუფთაოთ მსოფლიო" ფარგლებში, თბილისში გამართულ დასუფთავების აქციაში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც ჩაერთო.
პრეზიდენტმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში მიიღო მონაწილეობა. აქციაში ასევე, საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უცხოელი სამხედროები, მოქალაქეები მონაწილეობდნენ.
15-16 სექტემბერს მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანაში დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია - „დავასუფთაოთ მსოფლიო" (Clean Up the World) ტარდება, რომელიც 1992 წელს დაფუძნდა გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით და ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება.
საქართველო, აღნიშნულ კამპანიაში აქტიურად 2010 წლიდან ჩაერთო და ის რიგით 121-ე ქყვეყანა იყო, რომელიც მსოფლიო გარემოსდაცვით რუკაზე აღინიშნა.