რეზონანსი
15.09.2018

 (რეზონანსი) ახალი დეტალები ოზურგეთიდან - ცოტა ხნის წინ 15 წლის მოზარდთან ერთად, კიდევ ერთი ბიჭი დაჭრეს. ის სავარაუდოდ 20 წლისაა.

ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ოზურგეთში კლინიკა „მედალფაში" გადაიყვანა.

მათ ჭრილობები გულ-მკერდისა და ბარძაყის არეში ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. დაჭრილებს ამ წუთებში ოპერაცია უტარდებათ.

სისხლიან დაპირისპირებას წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება. ადგილზე ამ წუთებში მობილიზებულია პოლიცია.

15 წლის ბიჭი ადგილობრივი მაცხოვრებელი არ არის. ის რუსთავიდანაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×