რეზონანსი
15.09.2018

 (რეზონანსი) ტოკიოში მიმდინარე „აკი ბაშოზე" ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა მოიგო. ტოჩინოშინის მეტოქე მონღოლი სეკივაკე - იჩინოჯო იყო. ტოჩინოშინმა ირიკირის ილეთით მოიგო.

ამ გამარჯვების შემდეგ, ტოჩინოშინი მოგება-წაგებათა ბალანსი 5-2-ზე გაუხდა და მიზანს, ანუ ოძეკის ტიტულის შენარჩუნებას, მიუახლოვდა. ამისთვის დარჩენილი რვა ორთაბრძოლიდან, სამის მოგება სჭირდება.

დღესვე თავისი შეხვედრა თეიმურაზ ჯუღელმაც მოიგო, „ჯურიუ" დივიზიონში გაგამარუ მერვე მეაგაშირა - ცურუგიშოს დაუპირისპირდა და შვიდი ორთაბრძოლიდან მესამე გამარჯვება მოიპოვა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×