რეზონანსი
15.09.2018

 (რეზონანსი) გერმანიის კანცლერო ანგელა მერკელი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ვითარების დესტაბილიზაციაში რუსეთს ადანაშაულებს.

მისი თქმით, თითქმის ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომლებიც ევროკავშირისა და ნატოს შემადგენლობაში არ არიან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის იბრძვიან, რადგან რუსეთმა ან დაყო მათი ტერიტორიები ან შიდა კონფლიქტები წარმოქმნა.

კონკრეტულ მაგალითებად მერკელმა საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში არსებული ვითარება დაასახელა. ანკელა მერკელმა მინსკის შეთანხმების შესრულებამდე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქება გამორიცხა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×