რეზონანსი
15.09.2018

 თბილისში 16 წლის მოზარდი დაჭრეს. შემთხვევა დიღომში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მოხდა. თვითმხილველთა თქმით, გვიან ღამით, მოზარდები ბანქოს თამაშობდნენ, რა დროსაც შელაპარაკება დაიწყო, რაც ბიჭის დაჭრით დასრულდა. მოზარდი ბარძაყის არეშია დაჭრილი. 

ის იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. ექიმის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. ამჟამად, მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, აღნიშნულ დანაშაულში ბრალდებული, 20 წლის ახალგაზრდა მომხდარიდან სამ საათში დააკავეს. 

გამოძიება ჯანმრთელობის განზღახ, მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×