რეზონანსი
15.09.2018

„იმის მაგივრად, რომ როგორმე ნარკოტიკების მოხმარება და გასაღება შევამციროთ და აღვკვეთოთ ქვეყანაში, სადაც უკვე სავალალო მდგომარეობა გვაქვს, უამრავი ახალგაზრდა უკვე დაიღუპა და იღუპება, მარიხუანას მოშენებას ფიქრობთ? ეს როგორ მოგივიდათ აზრად“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„თუ ნარკოტიკმა და თუ ონკოლოგიურმა დაავადებებმა გაწყვიტა ერი, ყოველ მეორე ადამიანს სიმსივნე აქვს. იმის მაგივრად, რომ ამ პრობლემებზე ტეხდეთ განგაშს და გამოსავალს ეძებდეთ, ნარკოტიკების მოშენება-გაყიდვაზე ფიქრობთ? ამას ერი არ დაუშვებს, ქუდზე კაცი გამოვალთ. სააკაშვილზე დიდ შეცდომას ნუ დაუშვებთ“, - წერს ია მეტრეველი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×