რეზონანსი
14.09.2018

 ტყიბულში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 მგზავრი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა. როგორც ტყიბულის რაიონული საავადმყოფოს მთავარი მენეჯერი იური ელიაშვილი აცხადებს, 16 დაშავებულიდან ცამეტი უკვე გაეწერა ბინაზე, სამი დაშავებული კი ტყიბულის საავადმყოფოდან ქუთაისში გადაიყვანეს.

"საავადმყოფოში შემოიყვანეს 16 დაშავებული და 1 გარდაცვლილი, 16 დაშავებულიდან ცამეტი უკვე გაეწერა ბინაზე. 2 დაშავებულოს მდგომარეობა შედარებით მძიმეა, აღენიშნებოდათ მრავლობითი მოტეხილობები და თავის ქალის დაზიანება," - განაცხადა იური ელიაშვილმა. 

როგორც დაშავებულები იხსენებენ, სამგზავრო მიკროავტობუსი რომელიც ტყიბულიდან სოფელ ცუცხვათის გზაზე გადაადგილდებოდა, მოულოდნელად გადაბრუნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×