რეზონანსი
14.09.2018

გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძემ მასსა და ზაზა სარალიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებასა და გინებაზე განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ შეუძლიათ  მივიდნენ, სახალხოდ აგინონ ადამიანს და მან პასუხი არ გასცეს.

"შემაგინა და შევაგინე. რომ ლაპარაკობენ დაუსჯელობის სინდრომზე, ეს არ იქნებოდა დაუსჯელობა, მე რომ პასუხი არ გამეცა? რაც შეეხება, ხელთუბანში გარდაცვლილი მოზარდის საქმეს, მე მისი ოჯახისთვის თანაგრძნობის გამოსახატად გამოვედი და მინდოდა მეთქვა, რომ გუბერნატორს და მე გვქონდა სურვილი მათთან შეხვედრის, მაგრამ როცა სარალიძე დავინახე, მაშინვე ვთქვი, რომ აქციაზე პოლიტიკურად მართული ადამიანები იმყოფებოდნენ.

სარალიძე არის საბურთალოს რაიონში ნაციონალური მოძრაობის ოფისი მდივანი. მე მაგ კაცის არ მჯერა, თორემ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველა დანაშაული უნდა გამოიძიონ და დამნაშავეები დასაჯონ. მკვლელი ოჯახის წევრიც რომ იყოს, უნდა დაისაჯოს. მე მალხაზ მაჩალიკაშვილსაც ვესაუბრე და ავუხსენი, რომ მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მაგრამ სარალიძე არის ნაციონალებისგან მართული ადამიანი და კარგად დავინახე, რომ აქციაზე მას წინ ბექა ქორჩილავა მოუძღვებოდა“, - განუცხადა რაზმაძემ რადიო "მოზაიკას".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×