რეზონანსი
14.09.2018

 დაახლოებით ერთი კვირის წინ მსახიობ ზურა ყიფშიძეს სახლი აუქციონზე გაუყიდეს. ეს ინფორმაცია მსახიობის ქალიშვილმა ლენუკა ყოფშიძემ დაადასტურა და ისიც აღნიშნა, რომ არავინ მათი მდგომარეობა არ გაითვალისწინა. ამჟამად ოჯახი რთულ მდგომარეობაშია.

"გუ­დი­აშ­ვილ­ზე მდებარე სახ­ლი, რო­მე­ლიც დე­და­ჩე­მის და დე­ი­და­ჩე­მის სა­კუთ­რე­ბაა. სა­ბო­ლო­ოდ სახ­ლი აუქ­ცი­ონ­ზე ისე გა­ყი­დეს, არც ვი­ცო­დით. ბანკსაც ვთხო­ვეთ გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა ჩვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა, სა­ერ­თოდ და­კარ­გვას ვარ­ჩი­ეთ გაგ­ვე­ყი­და, კლი­ენ­ტიც გვყავ­და და მი­ზე­რუ­ლი თან­ხა მა­ინც დაგ­ვრჩე­ბო­და, მაგ­რამ 6 სექ­ტემ­ბერს დაგ­ვი­რე­კა ვი­ღაც გო­გომ და გვი­თხრა, სახ­ლი და­ცა­ლე­თო.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სახ­ლი მაღალჩინოსნის ახლობელმა იყიდა. იგი 120 000 დო­ლა­რად იყო ჩა­დე­ბუ­ლი, 115 ათა­სად გა­ი­ყი­და და აქეთ გვე­უბ­ნე­ბი­ან 5000 მო­ი­ტა­ნეთ, თო­რემ რაც გაქვთ იმა­საც და­გი­ყა­და­ღებ­თო. რა უნდა ვთქვა არ ვიცი. ფული თუ არ გაქვს, არა­ვინ არ ხარ ამ ქვე­ყა­ნა­ში", - განუცხადა "ამბებს" ლენუკა ყიფშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×