რეზონანსი
14.09.2018

 (რეზონანსი) ტყიბულში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 9 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის ერთი არასრულწლივანია.

ტყიბულიდან სოფელ ცუცხვათში მიმავალი მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა, რის შემდეგაც ამოტრიალდა. ადგილზე დაიღუპა ერთი ადამიანი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. მძღოლის საჭეს სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×