რეზონანსი
14.09.2018

 (რეზონანსი) გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში დაღუპული თორნიკე მერებაშვილის მამა შინაგან საქმეთა სამინისტროს „ობიექტური გამოძიებისა და კონკრეტული ბრალდებულის დასახელებისთვის" ორკვირიან ვადას აძლევს.

ახალგაზრდის ოჯახი მიიჩნევს, რომ თორნიკე მერებაშვილი ავარიის შედეგად არ დაღუპულა და იგი მოკლულია.

„ორ კვირაში უნდა დაიდოს ამ გამოძიების კონკრეტული შედეგი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაცილებით მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართება. არაერთხელ ვუთხარი შსს-ს წარმომადგენლებს, რომ ობიექტურად ჩაეტარებინათ გამოძიება და ნუ მაიძულებდნენ, რომ ქუჩაში გამოვსულიყავი და ამგვარი ზომებისთვის მიმემართა. თუმცა, როგორც ვხედავთ, მაინც ქუჩაში გამოსვლა და პროტესტი გახდა საჭირო", - განაცხადა გარდაცვლილის მამამ, მერაბ მერებაშვილმა.

თორნიკე მერებაშვილის ახლობლები საპროტესტო აქციას დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში მართავდნენ. აქციას ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუერთდნენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×