რეზონანსი
14.09.2018

 (რეზონანსი) სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ სამოქალაქო აქტივისტებმა კამპანია წამოიწყეს. მოქალაქეები პრეზიდენტობის კანდიდატს, შემოწირულობის სახით, სიმბოლურად, 30 თეთრს ურიცხავენ.

სამოქალაქო აქტივისტები 30 თეთრში 30 ვერცხლს მოიაზრებენ და მიუთითებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული სკანდალური განცხადებებით საქართველოს აზიანებს. მათი აზრით, პრეზიდენტობის კანდიდატის პოზიციები მოღალატეობრივია.

სამოქალაქო აქტივისტები თანხის ჩარიცხვისას დანიშნულებად უთითებენ „ნუ ყიდი საქართველოს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×