რეზონანსი
14.09.2018

 (რეზონანსი) თურქეთში, დიარბაქირის პროვინციაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად შვიდი ტონა მარიხუანა ამოიღეს. ანტი-ნარკოტიკული რეიდები ხუთ ოლქში ჩატარდა.

დიარბაქირის გუბერნატორის ოფისის ინფორმაციით, ადგილობრივმა ჟანდარმერიამ, პოლიციის სპეცრაზმმა და უსაფრთხოების სამსახურმა რეიდები 10-14 სექტემბერს ჩაატარა. სპეცოპერაციის დროს აღმოჩენილ იქნა 7.2 ტონა მარიხუანა, კანაბისის 670 ათასამდე ფესვი და ფხვნილის სახით 712 კგ. ჰაშიში.

ასევე, სპეცოპერაციის დროს ამოღებულ იქნა AK-47-ის ტიპის 401 შაშხანა და M-16-ის ტიპის 698 შაშხანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×