რეზონანსი
14.09.2018

 (რეზონანსი) ლევან ყიფიანმა საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭო დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ ყიფიანმა თავად გაავრცელა.

"მეგობრებო, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყეტილება, დავტოვო საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭო. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის, გისურვებთ წარმატებებს", - წერს ყიფიანი.

ლევან ყიფიანი წასვლის მიზეზებზე კონკრეტულად არ საუბრობს, თუმცა არსებული ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოდან მისი წასვლა ტელეკომპანია „იბერიას" დაკავშირებით სატელეფონო ჩანაწერს უკავშირდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×