რეზონანსი
14.09.2018

 (რეზონანსი) ხმაური და დაპირისპირება გორში - სოფელ ხელთბუნის მაცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. გორის ცენტრალურ ავტობანი გადაკეტეს. ამ წუთებში სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს აკავებენ. მოძრაობა პარალიზებული აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით.

არსებული ინფორმაციით ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი.

ხელთუბანში გარდაცვლილი 18 წლის ახალგაზრდის, თორნიკე მერებაშვილის ოჯახი სამართალდამცავებს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს. მერებაშვილის ოჯახს ამ დრომდე არ აქვს პასუხი, თუ რამ იმსხვერპლა 18 წლის მოზარდი.

გარდაცვლილის ოჯახის ამტკიცებს, რომ ორი სოფლის გზაგასაყარზე მოზარდებს შორის კამათი, სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც თორნიკე მერებაშვილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×