რეზონანსი
14.09.2018

 (რეზონანსი) "გუგული მაღრაძე, მე ვფიქრობ, რომ სიზმარს და ცხადს ვერ არჩევს ერთმანეთისგან. საუბარიც არ მინდა. სიზმარს და ცხადს, რომ გაარჩევს ერთმანეთისგან, მაშინ შეიძლება მაგის კომენტარებს მისცე"- ასე ეხმაურება ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი გუგული მაღრაძის განცხადებას მარიხუანას ექსპორტთან დაკავშირებით:

"უცხოეთში გასატანი არა გვაქვს არაფერი ბევრი, იმიტომ, რომ ძალიან რთულია. მაგრამ, იცით, ახლა უკვე რამხელა შეჯიბრია ქვეყნებს შორის, ვინ გაიტანს ამ პროდუქტს უცხოეთში? სოფლის მეურნეობის კულტურაა და სოფლის მეურნეობა ჩვენთან განვითარებულია. სადღაც მოიყვანენ სიმინდს, ლობიოს და ჟოლოს და სადღაც მოიყვანენ ვთქვათ, ამას. ეს იქნება ლიცენზირებული. ეს იქნება გათვლილი იმაზე, რომ მოიტანოს მეტი მოგება ქვეყნისთვის " - განაცხადა მაღრაძემ გადაცემა "რეაქციაში"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×