რეზონანსი
14.09.2018

 სამედიცინო მარიხუანას წარმოებითა და ექსპორტით ლარი გამყარდება – ეს აზრი საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ გააჟღერა ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში".

ზოიძემ ყურადღება გაამახვილა ამ წამოწყების ეკონომიკურ ფაქტორებზეც და აღნიშნა, რომ სამედიცინო მარიხუანას კულტივაციით საქართველოს უზარმაზარ ბაზარზე შესვლის პერსპექტივა გაუჩნდება.

"სამედიცინო მარიხუანას ექსპორტიდან შემოსული ფულით უნდა ისარგებლოს საზოგადოების თითოეულმა წევრმა. როგორ ისარგებლებს საზოგადოების თითოეული წევრი ამით? ლარი უნდა გამყარდეს იმით, რომ  სავაჭრო დეფიციტი შემცირდეს. ლარზე ნაწარმოები საკმაოდ დიდი ოდენობის პროდუქცია გაიყიდება დოლარად.

ეს თანხა უნდა შემოვიდეს სახელმწიფო ბიუჯეტში და დაიხარჯოს სხვადასხვა სოციალურ პროექტებში. ჩვენ შეიძლება ეს მცენარე ზიანის მოტანის ნაცვლად გამოვიყენოთ სარგებლისთვის", – აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×