რეზონანსი
14.09.2018

 "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ადა მარშანია ამბობს, რომახალგაზრდობა და საზოგადოების დიდი ნაწილი სამწუხაროდ და საუბედუროდ კატასტროფის წინაშე კი არ დგას და უფსკრულის პირას კი არ დგას, უკვე იმყოფებიან კატასტროფაში და უკვე არიან უფსკრულში ჩავარდნილნი.

"ისეთი უბედურება სუფევს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენმა მოსახლეობამ ეს ჯერ კიდევ  კარგად არ იცის, რადგან ეს ინფორმაცია შეზღუდულად მიეწოდება მათ. რა გახდა კლუბ "ბასიანის" ალაგმვა ჩვენი ეროვნული სხეულის ორგანიზმიდან, რა გახდა კლუბების გაკონტორლება? ე.ი. ეს ძალიან აწყობს პირველ რიგში ხელისუფლებას იმიტომ, რომ აქ ძალიან არაჯანსაღი ინტერესები დევს და ამ უნამუსო ხერხებით კეთდება ძალიან დიდი ფული", - განაცხადა ადა მარშანიამ "რეაქციაში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×