ადამიანთა ჯგუფი სახელწოდებით, „საქართველოს დარაჯი“ აღმაშენებლის გამზირზე ჯარისკაცის შარვლებით, შავი მაისურებით მოძრაობენ, აჩერებენ ტურისტებს და პასპორტებს სთხოვენ - ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება.
მისი ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეკითხებიან საიდან და რისთვის ჩამოვიდნენ. დაინტერესება კი ძირითადად ირანელებით, არაბებით ხდება. ე.წ. „საქართველოს დარაჯის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ არალეგალებს ეძებენ და მათ ებრძვიან.
„ორი ადამიანი დადის, აკვირდება უცხოელ ადამიანებს. მიდის მათთან, დაძაბულად ელაპარაკება და საბუთებს სთხოვს. აგვიხსნა, რომ ის ასუფთავებდა ქალაქს არალეგალებისგან. მანქანაც კი ჰყავდა, რომელსაც ინგლისური და ქართული ასოებით ეწერა - საქართველოს დარაჯი“, - აცხადებს ბლოგერი ნინა ქიქავა.
„საქართველოს დარაჯის“ საქმიანობით შსს დაინტერესდა და გამოძიება უკანონო ფორმირებების შექმნის მუხლით დაიწყო.