სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის თავისუფლების მოედანზე მშენებარე მრავალფუნქციურ კომპლექსში ფართების გაყიდვა უკვე დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია უძრავის ქონების ყიდვა-გაყიდვის ცნობილ ვებ-გვერდ myhome.ge-ზ არის განთავსებული. სარეკლამო ტექსტი 29 აგვისტოთი თარიღდება.
„იყიდება 550 კვ/მ კომერციული ფართი 6-მეტრიანი ჭერით, 300 კვ/მ ანტრესოლის მოწყობის პერსპექტივით, პრემიუმ კლასის მრავალფუნქციურ შენობასი თავისუფლების მოედანზე. ფასი 6 500 000$ + დღგ. ფართი ჩაგბარდებათ თეთრი კარკასის მდგომარეობით 2018 წლის სექტემბრისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
"ბიზნეს მედია" ვებ-გვერდზე მითითებულ ნომერზე დარეკა და ქ-ნ მარიკას ესაუბრა, რომელიც უძრავი ქონების სააგენტო „ახალი სახლის“ (მისამართი: ხილიანის 4) აგენტად გაგვეცნო. მისი თქმით, სარეკლამო განცხადება მათმა სააგენტომ განათავსა და ამ ეტაპზე მხოლოდ ამ ფართს ყიდიან.
ანალოგიური ინფორმაცია მოგვაწოდა ქ-მა დალიმაც, რომელმაც თავი ასევე "ახალი სახლის" აგენტად წარმოგვიდგინა.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, bm.ge თანაინვესტირების ფონდსაც დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ აღნიშნული ფართები ფონდის საკუთრება არაა და შესაბამისად, ფართს ისინი არ ყიდიან.