რეზონანსი
14.09.2018

 მცირე ინციდენტი მოხდა რუსთვის მე-7-ე საჯარო სკოლაში. მაშინ როდესაც მშობლები საკლასო ოთახებს ალაგებდნენ, ერთ-ერთი მშობელი მაგიდიდან გადმოვარდა და დაშავდა.

როგორც "ინფო რუსთავთან" სკოლის დირექტორმა ლია ჯღარკავამ განაცხადა, ახალი სასწავლო წლის მზადებასთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობდა, რომელშიც ნებაყოფლობით ჩაერთნენ მშობლები, ინციდენტი კი მაშინ მოხდა, როდესაც მშობელი მაგიდაზე იყო ასული და კედელს წმენდდა. ქალბატონი დაბეჟილობებით ცენტრალურ საავადმყფოში გადაიყვანეს, სადაც აღმოჩნდა რომ მას ნეკნის მოტეხილობა აქვს. პაციენტი ამ დროისთვის მკურნალობის კურსს გადის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×