რეზონანსი
13.09.2018

 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი პირველი მოადგილე, გია გულორდავა ხვალ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ სუსის პრესსამსახურში აცხადებენ.

ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას მიმართ სუს-მა გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე უკვე დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ერთ-ერთი ბიზნესმენისგან ქრთამის აღებას მიწის დაკანონების სანაცვლოდ.

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან თავის Facebook-ზე დაწერა. მასთან ერთად თანამდებობა მისმა პირველმა მოადგილემ გია გულორდავამაც დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×