რეზონანსი
13.09.2018

 "ქართული მარშის" ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ გადაცემა "რეაქციაში" მარხუანასთან დაკავშირებულ ბოლო დღეების მოვლენებზე ისაუბრა: 

"მე ახლა შეიძლება ჩემთვის არაპოპულარული, მაგრამ მცირე აღიარება უნდა გავაკეთო თქვენს ეთერში. მე ვიცი რაც არის მარიხუანა, ამას არ ვმალავ. იმდენი მომიწევია, რომ შეიძლება მთელ "გირჩს" არ აქვს მაგდენი მოწეული. ვიცი რა საშინელებაც არის მარიხუანა და ვიცი რა მავნებლობის მომტანიც არის სწორედ ამიტომ მინდა რომ ჩვენმა შვილებმა არ მიიღონ ეს პრეპარატი",  - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს იმის ნაცვლად რომ მსუბუქი ნარკოტიკები სტუდენტობისას გაესინჯათ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყეს ამის გაკეთება. გადაცემის წამყვანმა შეახსენა, რომ დღეს ხელისუფლებაში "ქართული ოცნებაა", რაზეც ბრეგაძე პასუხობს: 

"თქვენ რა გგონიათ, გუგული მაღრაძეს დიდი ყმაწვილქალობა ჰქონდა? ახლა ინაზღაურებს ამას", - აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×