რეზონანსი
13.09.2018

 პედაგოგების სახელფასო ბარათებიდან გამქრალი ათასობით ლარი. უკვე მეორე თვეა გამოძიება იმის დადგენას ცდილობს ვინ და როგორ იპარავს პედაგოგების სახელფასო ბარათებიდან ფულს.

ბოლო 2 თვის განმავლობაში, სოლიდური თანხა 100-მდე პედაგოგის სახელფასო ბარათებიდან გაქრა. ყველა მასწავლებლის ანგარიშიდან ფული ტოტალიზატორში გადაირიცხა. დაზარალებული ასამდე პედაგოგია, თუმცა გამოძიება 40 საქმეზე მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა ვერ დაადგინეს, ვინ დგას საბანკო "აფიორის" უკან.

„კურიერმა“ ერთ-ერთი მასწავლებლის მიერ გამომძიებლებისთვის მიცემული ჩვენება მოიპოვა. ამ პედაგოგის შემთხვევაშიც, ხელწერა იგივეა - ტრანზაქციები შუაღამისას განხორციელდა და რამდენიმე წუთში საერთო ჯამში 420 ლარი დაკარგა.

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი დავით ფერაძე ამბობს, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში, დასახმარებლად 80-მდე მასწავლებელმა მიაკითხა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×