რეზონანსი
13.09.2018

„ჩვენ გვყავს წარმოდგენილი ორი მართლაც ღირსეული ადამიანი, ლაშა გოგია და ირაკლი ბერაია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები გრძნობენ დიდ პასუხისმგებლობას, რომელსაც იღებენ თქვენ წინაშე. თქვენ არ იფიქროთ, რომ ჩვენ ვართ თვითკმაყოფილნი, რაც ამ 4 წლის განმავლობაში მოვახერხეთ და გავაკეთეთ. ჩვენ კარგად ვხედავთ იმ გასაჭირს, იმ პრობლემებს, რომლებიც აწუხებთ ყველა რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, მაგრამ აქვე გეტყვით, ქვეყანაში ერთადერთი ძალა არის „ქართული ოცნება“, ვისაც შეუძლია ამ პრობლემების რეალურად მოგვარება. „ქართული ოცნებაა“ ის ძალა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, სიმშვიდე“, -  ასე წარადგინა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ  ლაშა გოგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელის თანამდებობაზე 2016 წლის 18 სექტემბერს. 

1 წლის შემდეგ კი ზუგდიდის მერობის კანდიდატად კი ლაშა გოგია  2017 წლის 17 სექტემბერს ექსპრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა:

„ეს ადამიანი მზად არის  იზრუნოს თითოეული თქვენგანის და თქვენი ოჯხების კეთილდღეობისათვის. მზად არის იმისთვის,  რომ ეს ულამაზესი რეგიონი გახდეს  კიდევ უფრო ლამაზი და გაბრწყინებული. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×