რეზონანსი
13.09.2018

 Myvideo.ge-მ „იმედის“ სამი არხის ("იმედი", "მაესტრო", "ჯიდისი") რეტრანსლირება შეწყვიტა. როგორც ტელეკომპანიის იურისტი ანდრო ლაშხი განმარტავს, Myvideo.ge-ს, ისევე როგორც სხვა ოპერატორებს, „იმედის“ არხების რეტრანსლირებისთვის ნებართვა უნდა მოეპოვებინა.

„იმისთვის რომ რეტრანსლირება განახორციელო, ოპერატორმა უნდა მოიპოვოს ნებართვა. ტელეკომპანია ამ ნებართვას გასცემს უფასოდ ან შესაბამის საფასურსს აწესებს. Myvideo.ge-სთან ამ ნებართვის მიღების შესახებ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. მიუხედავად ამისა, ის 2017 წლის დეკემბრიდან უკანონოდ ახორციელებდა ჩვენი არხების რეტრანსირებას, რის შემდეგაც ტელეკომპანიამ მარეგულირებელ კომისიას მიმართა”, - განაცხადა ანდრო ლაშხმა.

მარეგურებელ კომისიაში აცხადებენ, რომ Myvideoge-მ რესტრანსლირების შეწყვეტის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×