რეზონანსი
13.09.2018

 (რეზონანსი) რუსთაველის გამზირზე შვილმკვდარი მამების აქცია მიმდინარეობს. პარლამენტის შენობის წინ ამ წუთებში ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილნი.

აქციები პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე დღის წინ განახლდა. ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა შიმშილობა დაიწყეს, ისინი დამნაშავეების დასჯას, ხელისუფლების გადადგომასა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

რამდენიმე წუთის წინ საზოგადოებას შვილმკვდარმა დედამ, ჯვრის მამის მონასტრის მონაზონმა, დედა თამარმა მიმართა და საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა. იგი ასევე სოლიდარობის ნიშნად შვილმკვდარი მამების მსგავსად შიმშილობას იწყებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×