რეზონანსი
13.09.2018

 ტელეფონი “აიფონ XS-MAX” საქართველოში სულ მალე შემოვა და მისი ღირებულება 35 ათასი ლარი იქნება. ამ საკითხზე მაღაზია “iplus”-ის მენეჯერმა კახა სეფაშვილმა განაცხადა. მისი შეძენა ქართველ მომხმარებლებს 22 სექტემბრიდან შეეძლებათ. 

12 სექტემბერს Apple-მა პრეზენტაციაზე 3 ახალი სმარტფონი Xs, Xs Max და შედარებით დაბალ ბიუჯეტიანი Xr წარადგინა. სამივე მათგანი წყალგამძლეა და 2 მეტრის სიღრმეში 30 წუთი ძლებს. მათ განახლებული პროცესორი A12 Bionic გააჩნია, რომელიც წამში 5 ტრილიონ ოპერაციას ასრულებს და 6.9 მილიარდი ტრანზისტორისგან შედგება. Iphone Xs და Xs Max-ის მაქსიმალური მეხსიერება 512 GB იქნება რაც 200,000 ფოტოს გადაღების საშუალებას იძლევა. სმარტფონები 2 ცალი 12MP კამერით იქნება აღჭურვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×