რეზონანსი
13.09.2018

 პოლიტიკური პარტია "გირჩის" მიერ დაარსებულმა რელიგიურმა ორგანიზაციამ ახალგაზრდებში მოიპოვა პოპულარობა, რადგან ის სამხედრო ვალდებულებისგან ათავისუფლებს ადამიანს. "ბიბლიური თავისუფლება" დაარსდა 2017 წლის 16 მარტს და დაარსების დღიდან დღემდე დაახლოებით ათი ათასი ადამიანია დარეგისტირებული. 

"არიან ადამიანები, რომლებიც იზიარებენ ჩვენს შეხედულებებს, უნდოდათ ექადაგათ თავისუფლება და ამიტომ გაწევრიანდნენ ჩვენთან. თბილისის გარდა, საქართველოს ყველა რეგიონშია ჩვენი ორგანიზაცია და საზღვარგარეთაც გვყავს მღვდელმსახურები, თუმცა ყველაზე მეტი თბილისშია. მამაკაცების გარდა, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებიც არიან. მათ, რა თქმა უნდა, ჯარი არ ეხებათ, უბრალოდ იზიარებენ ჩვენს იდეებს და ამიტომაც გახდნენ ჩვენი ორგანიზაციის წევრები.

მღვდელმსახურს ძირითადად ევალება არ შეზღუდონ სხვების თავისუფლება, არ იყვნენ მოძალადეები და რაც მთავარია მათ შეუძლიათ ჩვენი ორგანიზაციის სახელით იქადაგონ თავისუფლება.

ყოფილა შემთხვევა, როცა უკანვე მოსულან, აღარ სურთ მღვდელმსახურება და თუ ჩვენ მიერ გაცემულ მოწმობას უკან დააბრუნებენ. ამის შემდეგ ვაუქმებთ კონკრეტული ადამიანის მღვდელმსახურის წოდებას" - აცხადებს ბიბლიური თავისუფლების" ეპისკოპოსი ლევან ჯგერენაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×