რეზონანსი
13.09.2018

 (რეზონანსი) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საკუთარი მიღწევებითა თუ სირთულეებით, მისი ყველა პროექტი ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი, ალბათ უმთავრესი ეტაპი იყო და, ცხადია, ორგანიზაციის, მისი საქმიანობის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება მექნება, - ამის შესახებ განცხადება გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილმა გააკეთა.

"მესამე დღეა თითქმის ყველა მედიასაშუალება მთხოვს განმარტებას, თუ რა გახდა, ჩემი აზრით, მინისტრის გადაწყვეტილების მიზეზი. ვეცდები მოკლედ და გულწრფელად გიპასუხოთ: ცხადია, ჩვენს შორის არანაირი უთანხმოება ან აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა, ეს შეუძლებელიც იქნებოდა, რადგან ერთად მუშაობა ვერც მოვასწარით. ამასთან, ვფიქრობ, საკადრო ცვლილებებში დრამატული არაფერია. საქმის კეთებისას გუნდურობას ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი და, შესაბამისად, მესმის, რომ სისტემაში ცვლილებების წამოწყება ახალ მინისტრს თავის გუნდთან ერთად სურს. ამ რთულ საქმეში წარმატება მინდა ვუსურვო! ეს ქვეყანას, საზოგადოებას ძალიან სჭირდება.

და ბოლოს, ჩემს მეგობრებს, ჩემს კოლეგებს, ჩემს „ნაეკელებს" მინდა მივმართო: სწორედ თქვენ ხართ ამ ორგანიზაციის ძლიერი მხარე. თქვენმა ფასდაუდებელმა გამოცდილებამ, საქმისადმი ერთგულებამ და პროფესიონალიზმმა შექმნა „ნაეკი" და ეს იქნება მისი ყველა მომდევნო წარმატების უპირობო გარანტი! გმადლობთ მეგობრობისა და თანამშრომლობისათვის", - წერს ფეისბუქზე მაია მიმინოშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×