რეზონანსი
13.09.2018

 (რეზონანსი) "სტაიანჩიკების" გაკეთებული უკანონო პარკირება მოშალეთ", - თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურს მიმართავს.

მისი თქმით, "სტაიანჩიკებს" მიზანმიმართულად აქვთ ჩაკეტილი ადგილები და სათავისოდ იყენებენ, რაც დედაქალაქის მერიისთვის მიუღებელია.

„ხშირია შემთხვევები, როდესაც კერძო პირებს, შესაძლოა კომერციული ფართის მფლობელებიც იყვენენ, ხშირ შემთხვევაში „სტაიანჩიკებს" მიმდებარე ტერიტორიებზე მიზანმიმართულად აქვთ ჩაკეტილი საპარკინგე ადგილიები, რომელიც არის მუნიციპალური საპარკინგე ადგილები, რომლითაც უნდა ისარგებლოს თითოეულმა ჩვენგანმა, ამ ქალაქში მცხოვრებმა ადამიამა, ვინც მართლა იხდის პარკინგის საფასურს.

„სტაიანჩიკებს" მიზანმიართულად აქვთ ჩაკეტილი ადგილები და იყენებენ სათავისოდ. ეს მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის და მინდა დავავალო ზედამხედველობის სამსახურს, რაც შეიძლება მალე მოწერიგდეს ეს ყველაფერი.

ადამიანებს, ვინც მართლა პატიოსნად იღებს პარკირების წლიურ აბონიმენტს, იმის საშუალება არ აქვს, რომ ავტომობილი ადგილებზე გააჩერონ. თუ მოსაშლელია, მოშალეთ და იმოქმედეთ კანონის ფარგლებში. ეს არი ჩვეულებრივი სამართალდარღვევა",- განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×