თბილისი ვიცე-მერის მაია ბითაძის თქმით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად შეიმუშავა ცვლილებები, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში.
„ვფიქრობ, ცვლილებები პარლამენტის მიერ საშემოდგომო სესიაზე დამტკიცდება. მთავარი არსი ცვლილებისა მდგომარეობს იმაში, რომ პირველივე ჯერზე, ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა, რაც მათ წამებას და სიკვდილს იწვევს, შესაძლებელი იქნება პატიმრობით დაისაჯოს. ეს არის სიახლე, რომლის არქონა ფაქტობრივად მაპროვოცირებელი იყო იმისა, რომ ხშირად ხდებოდა ცხოველთა ლიკვიდაცია, როგორც ცეცხლსასროლი იარაღით, ასევე ე.წ. "კისტის" თოფით თუ წამების სხვადასხვა ფორმით“, – განაცხადა მერის მოადგილემ.
რიგ შემთხვევაში, მოსამართლეებს ექნებათ უფლება, გამოიყენონ პატიმრობა, როგორც სანქციის ფორმა.