რეზონანსი
13.09.2018

 (რეზონანსი) ინდოეთში ცნობილი პროფესორი, მწერალი და მხატვარი რიტა ჯიტენდრა ტელევიზიაში პირდაპირი ეთერის დროს დაიღუპა.

რამდენიმე წუთით ადრე, ის იმის შესახებ საუბრობდა, თუ როგორ ჯობია სიცოცხლესთან დამშვიდობება.

მას ექსპერტის როლში სატელევიზიო გადაცემებში ხშირად იწვევდნენ. დილის გადაცემა „დილა მშვიდობისა" მისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა.

გადაცემაში რიტა ჯიტენდრა თავისი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ ჰყვებოდა, მოულოდენელად მან საუბარი შეწყვიტა. მეცნიერი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა ექიმებმა თქვეს, რომ ის უკვე გარდაცვლილი იყო.

ტელევიზიაში მისვლამდე ჯიტენდრამ თავის მძღოლს უთხრა, რომ ოცნებობდა სამსახურში მომკვდარიყო, ისე როგორც მაგალითად ინდოეთის ერთ-ერთი პრეზიდენტი აბდულ კალამი. კალამი უნივერსიტეტში ლექციის დროს გარდაიცვალა.

ექსპერტიზის დასკვნით, მეცნიერს პირდაპირი ეთერის დროს გული გაუჩერდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×